ახალი ნუმერაცია

                                                                                                                              საქართველოს ქალაქების სატელეფონო კოდები

 

2011 წლის 20 ივნისის 00:00 საათიდან მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნომერაცია იცვლება .


შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის" და შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებულ რვა ციფრიან ნომრებს XX-XX-XX-XX (მაგალითად 99-XX-XX-XX, 77-XX-XX-XX, 97-XX-XX-XX და ა. შ.) პირველ ციფრად ემატება ციფრი "5", ხოლო მათი მომდევნო დანარჩენი ყველა ციფრები უცვლელი რჩებიან და ისინი ცხრა ციფრიანი და შემდეგი სახის იქნებიან 5XX-XX-XX-XX (მაგალითად 599-XX-XX-XX, 577-XX-XX-XX, 597-XX-XX-XX და ა. შ.)

"მაგთიფიქსის" უსადენო ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის არსებულ რვა ციფრიან ნომრებს 90-XX-XX-XX პირველ ციფრად ემატება ციფრი "7", ხოლო მათი მომდევნო დანარჩენი ყველა ციფრები უცვლელნი რჩებიან და ისინი ცხრა ციფრიანი და შემდეგი სახისა იქნებიან 790- XX-XX-XX.

შ.პ.ს. "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის არსებული რვა ციფრიანი ნომრების 70-XX-XX-XX პირველი ორი ციფრი 70 შეიცვლება ციფრებით 91, მათ პირველ ციფრად დაემატება ციფრი 7 და ისინი ცხრა ციფრიანი და შემდეგი სახის იქნებიან: 791-XX-XX-XX.

იცვლება მობილური ქსელების, "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებს შორის და მათთან სხვა ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი და იგი შემდეგია :

შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის", შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ქსელების აბონენტებმა მათი ქსელების შიგნით და ერთმანეთთნ კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები 5XX-XX-XX-XX, ასევე მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომრების 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX აკრეფით განახორციელებენ მათი ქსელების შიგნით და ერთმანეთთან კავშირს "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებიც.

შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის", შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ქსელების აბონენტებმა, "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ : პრეფიქსი -"8", შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები შესაბამისად 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX , ისევე როგორც "მაგთიფიქსის" და "სილქნეტის" უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებმა შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის", შ.პ.ს. "ბილაინის" მობილური ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ : პრეფიქსი -"8", შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები 5XX-XX-XX-XX. ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტებმა, მობილური და ზემოაღნიშნული უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ : პრეფიქსი -"8" , შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები შესაბამისად: 5XX-XX-XX-XX (კომპანიების შ.პ.ს. "მაგთიკომის", შ.პ.ს. "ჯეოსელის" და შ.პ.ს. "ბილაინის" აბონენტები) ან 790 -XX-XX-XX ("მაგთიფიქსი") ან 791-XX-XX-XX ("სილქნეტი").

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მობილური და ზემოაღნიშნული უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს :+ ან 00, საქართველოს კოდი -995, შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომერები შესაბამისად: 5XX-XX-XX-XX ან 790- XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX. ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა განვლილ ეტაპებზე ქვეყნის ელექტრონულს საკომუნიკაციო ქსელებში შემოღებული იქნა ქალაქების ახალი კოდები და ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტების ახალი ნომრები. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე : • კომპანია "მაგთიკომის" აბონენტებმა ტელეფონებზე: (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) - 17-00-00; ქ. თბილისი - 217-00-00; • კომპანია "ჯეოსელის" აბონენტებმა ტელეფონებზე: (ჯეოსელი და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი - 277-01-77; • კომპანია "ბილაინის" აბონენტებმა ტელეფონებზე: 0611; ქ. თბილისი - 220-06-11; • კომპანია "სილკნეტის" აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - 2-100-100; • კომპანია "ახალი ქსელების" და "ახტელის" აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00; • კომპანია "საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის" აბონენტებმა ტელეფონზე: ქ.რუსთავი- 508.

ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე 0X(X) ფორმატის ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი უცვლელი რჩება.

უცვლელი რჩება მობილური ქსელების და უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქართველოს ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების მობილური და ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დამყარების არსებული წესი.

საქართველოს ქალაქების სატელეფონო კოდები